აბიტურიენტებისა და
მოსწავლეების მოსამზადებელი
და უცხო ენების შემსწავლელი
ცენტრი
სასწავლო-სარეპეტიტორო ცენტრი “ცოდნის სპექტრი” იღებს აბიტურიენტებს ცოდნის არსებული დონის მიუხედავად, ტესტირების საშუალებით ხორციელდება აბიტურიენტების დიფერენცირება განათლების დონის მიხედვით, შემდგომ კი მათი განაწილება შესაბამის ჯგუფებში.
საგნობრივი ცოდნის დეფიციტის მქონე აბიტურიენტები გაივლიან სპეციალური მომზადების კურსს ამ დეფიციტის შესავსებად, რის შემდეგაც მოხდება მათი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება. აბიტურიენტები, რომლებსაც აქვთ კარგი საბაზისო ცოდნა პირდაპირ იწყებენ მზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ეს მეთოდი აპრობირებულია წლების განმავლობაში და საუკეთესო შედეგს იძლევა.